“ამ კრიზისიდან გამოსასვლელ გასაღებს სისტემა თავად გვკარნახობს” – გურამ მაცხონაშვილი

18 hours ago 5

რეჟისორი, გურამ შევარდნაძე-მაცხონაშვილი:

ცხადია, ყველა საზოგადოების პროტესტს თავისი ლოკალური მახასიათებლები აქვს და ერთი-ერთში არ ედრება ერთმანეთს, თუმცა სქემატურად თუ შევხედავთ, სერბეთშიც (დღეს) და აფხაზეთშიც (ნოემბერი) პროტესტმა მოთხოვნილი მიიღო (გადადგა ბჟანია, გადადგა ვუჩევიჩი). ორივე წინააღმდეგობას ქონდა საერთო ელემენტი – მაგისტრალების და მნიშვნელოვანი ობიექტების ბლოკირება.
ჩვენ აკადემიურ ფორმატში ვრჩებით, საჯარო ლექციებს ვკითხულობთ, პერფორმანსებს ვმართავთ, წიგნებიდან მძაფრ ციტატებს ვუკითხავთ პოლიციას და ვკითხულობთ: რატომ არ იხევენ უკან?

პროტესტი კრიზისშია და ამაში დრამატული არაფერია, მაგრამ ამის არაღიარებას აუცილებლად მოყვება დრამატული შედეგები.

როცა მოწყობილობაზე “password” გავიწყდება, სისტემა თავად გიკეთებს “hint”-ს და ახლაც ასეა, ამ კრიზისიდან გამოსასვლელ გასაღებს სისტემა თავად გვკარნახობს – რისთვის იბარებენ ყველაზე მეტ ადამიანს სასამართლოში? კი, გზების გადაკეტისთვის. რატომ? იმიტომ რომ ეს ყველაზე მოკლე გზაა მისი ნგრევის.

ოღონდ, მაგისტრალები და საგზაო კვანძები და არა უბრალოდ ცენტრალური გამზირი. ოღონდ, ნამდვილი წინააღმდეგობა და არა სალონური საუბრები

სრულად წაკითხვა