1
ისტორიკოსი, ბექა კობახიძე:
ასეთი ისტორიაა: 1919 წელს დამოუკიდებელ საქართველოში მსახურობდა საქართველოზე შეყვარებული ბრიტანელი ოფიცერი – ლესლი ჰალსი. აქ გაიცნო და შეუყვარდა თავადის ასული ნინა მიქელაძე. წყვილი 1923 წელს დაქორწინდა პარიზში.
ნინას დედა გარდაიცვალა თბილისში, 1940 წელს. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1941 წლის სექტემბერში, ლესლი სსრკ-ში ჩავიდა სამსახურებრივი დავალებით. სამსახურის საქმეები რომ მოითავა, ოფიციალურად მიმართა საბჭოთა ხელისუფლებას, რომ ჩემი ცოლი ქართველია, დედამისი შარშან გარდაიცვალა და მინდა მის საფლავზე გასვლა და ოჯახის წევრების ნახვაო. თუ ეს ჩემი ვიზიტი ოდნავ საფრთხეს მაინც შეუქმნის ოჯახს, პირდაპირ მითხარით და არავის არ ვნახავო. როგორ გეკადრებაო, უპასუხეს, შეხვდი ოჯახსო. მივიდა ოჯახში, გავიდნენ საფლავზე, მაგრამ ნკვდ-მ მომდევნო დღეს მასპინძელი ოჯახის წევრი დააკავა, რომელიც რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. სავარაუდოდ, დახვრიტეს.
ამ ოჯახს ვეძებ და, თუ ვინმე იცნობთ, დამაკავშირეთ: ნინო მიქელაძე (დაბადებული 1964 წელს) და მაია მიქელაძე (დაბადებული 1966 წელს). ესენი ნინას ძმის შვილთაშვილები არიან.
1941 წელს ნკვდ-ს მიერ დაკავებული კონსტანტინე მიქელაძე იყო ცნობილი არქეოლოგის, პროფესორ თეიმურაზ (გული) მიქელაძის მამა. ბნ. გული ცოცხალი აღარ არის, მაგრამ თუ ვინმე იცნობთ მის ვაჟ კონსტანტინეს ან ქალიშვილ ქეთევანს, მათთანაც დამაკავშირეთ.
წინასწარ დიდი მადლობა.
საერთაშიროსო alia.ge