ამ რეცეპტებით უგემრიელესი „რაფაელოს“ სახლში მომზადებას თქვენც შეძლებთ

1 month ago 17

ამ რეცეპტებით უგემრიელესი „რაფაელოს“ სახლში მომზადებას თქვენც შეძლებთუგემრიელესი „რაფაელოს“ სახლში მომზადებას თქვენც შეძლებთ, ამ რეცეპტებით თუ იხელმძღვანელებთ.

რეცეპტი 1.

ინგრედიენტები:

თეთრი შოკოლადი – 300 გ

ნაღები – 80 გ

ნუში

ვაფლი

ქოქოსის ფანტელი

მომზადება:

ნუში დავალბოთ ცხელ წყალში 15-20 წუთით, მოვაშოროთ კანი. 200 გ შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე ისე, რომ ძალიან არ გაგვიცხელდეს. დავუმატოთ ცივი ნაღები და დავაბლენდეროთ. სილიკონის ფორმა ნახევრად შევავსოთ კრემით, შუაში მოვათავსოთ ნუში, გარშემო ისევ კრემი, დანით მივცეთ ფორმა და მოვათავსოთ 10-15 წუთით მაცივარში.

ვაფლის ფირფიტა დავფშვნათ, მაცივრიდან გადმოვიტანოთ რაფაელო, მივცეთ მრგვალი ფორმა, ამოვავლოთ ბურთულები ვაფლის ნაფშვენში, ცოტა ხნით დავასვენოთ, შემდეგ გამდნარ შოკოლადში ამოვავლოთ, ბოლოს კი – ქოქოსის ფანტელში.

რეცეპტი 2.

ინგრედიენტები:

ქოქოსის ფანტელი

შესქელებული რძე

მიწის თხილი ან ჩვეულებრივი თხილი მოხალული.

მომზადება:

პირველ რიგში, ავიღოთ თასი და მოვათავსოთ ქოქოსის ფანტელი და თანდათან დავუმატოთ შესქელებული რძე, ავურიოთ ერთმანეთში და უნდა მივიღოთ წებოვანი მასა. შემდეგ ავიღოთ პატარა მასა და მოვათავსოთ შუა გულში თხილი და გავაკეთოთ მრგვალი ბურთულები. დამგვალებულ ბურთულას ამოვავლებთ ქოქოსის ფანტელში და მაცივარში გავაჩერებთ 2-3 საათს მაინც.

სრულად წაკითხვა