"ნაპოლის" კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცო, ხვიჩა კვარაცხელიას ემოციური სიტყვებით ემშვიდობება.
"სალამი, მეგობარო. ის, რაც შენ გააკეთე, ამ ქალაქის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.
თავს იღბლიან ადამიანად ვთვლი, რომ შენ გვერდით ვითამაშე. წარმატებები ჩემპიონო... ოცნებების ახდენას გისურვებ. ძალიან მიყვარხარ"
- წერს იტალიელი კაპიტანი.