7
ირაკლო კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა:,,საქართველოს მაგალითზე კარგად ჩანს, რომ რადიკალური ანტირუსული განწყობა ყალბია და ეს კონკრეტული ფაქტებითაც დასტურდება.“ მის ამ განცხადებას ეხმაურება ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:
,,ეს არის სინამდვილეში ამათი მთავარი სატკივარი, რაც კობახიძემ ამ ერთ წინადადებაში თქვა. ამ ქეციანებს დასავლეთი ხომ არანორმალურ კეთროვანებად თვლის და პუტინის თვალშიც ჩმორები და არასანდოები არიან. ეკითხება პუტინი, კი მაგრამ, ჩემი ვასალები კი ხართ, მაგრამ, რანაირად ხართ, ან რანაირად იქნებით, როგორ შეასრულებთ ყველაფერს, რასაც გთხოვთ და მომავალში მოგთხოვთ, როცა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას რუსები ეზიზღებაო. ამდენი ხანი რით ვერ მოახერხეთ თქვე უვარგისებო, თქვენი პროპაგანდით და მთელი ამბებით, რომ რუსები შეგეყვარებინათ ქართველებისთვისო. სინამდვილეში პუტინთან თავის მართლებას ემსახურება მთელი ეს სიგიჟე კამპანია, ტრავოლტას გიფებივით რომ ვართ მთელი ერი და ვერ გაგვიგია, რა რუსოფობია აიტეხეს მოწმენდილ ცაზე და ვის რას უმტკიცებენ. თავის პატრონს უმტკიცებენ, რომ სინამდვილეში რუსები კი არ ეზიზღებათ საქართველოში, მარტო დიფსთეითის დაფინანსებულ აგენტებს ეზიზღებათ დიფსთეითის დავალებით. პუტინიც კი არ ენდობა ამათ, უვარგისებად თვლის და არ არის დარწმუნებული, რომ მისი ყველა ბრძანების შესრულებას შეძლებენ. ეს გასაჭირი აქვთ რეალურად. მარტო ჩვენი დაჭერა და დაჯარიმება არ ყოფნით. ქუჩაში თუ აღარ გამოვალთ, ეგეც აღარ ყოფნით. რუსეთი უნდა გვიყვარდეს. მაგას მალე ალბათ ოფიციალურად მოგვთხოვენ. სხვანაირად ჩათვლას არ აძლევს პატრონი.“
საერთაშიროსო alia.ge