"ამ შემთხვევაში ოლივეირასთან ვეღარ იჩხუბებს" - პიმბლეტის "სასაცილო" განცხადება

6 days ago 7

ილია თოფურია და პედი პიმბლეტი დიდი ხანია ერთმანეთის წინააღმდეგ არაერთ განცხადებას აკეთებენ - გამონაკლისი არც დღევანდელი დღე ყოფილა.

ამერიკელმა მებრძოლმა თოფურია-ოლივეირას საჩემპიონო ბრძოლის წინ განაცხადა, რომ თუ თოფურიას სადმე გადაეყრება, დაანოკაუტებს.

"უმჯობესია ილია ფრთხილად იყოს, რადგან თუ მას ამ დღეებში გადავეყრები და სიტუაცია აირევა, შეიძლება დავანოკაუტო და ოლივეირასთან ვეღარ იჩხუბოს", - განაცხადა პიმბლეტმა.

შეგახსენებთ, ილია თოფურია სატიტულო ბრძოლას 29 ივნისს, UFC 317-ზე, ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართავს.

სრულად წაკითხვა