WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

41

მიხეილ სააკაშვილი ცოხიდან წერილს აქვეყნებს:

,,მართლა ცირკია მთელი საქოცეთი

ღარიბაშვილმა, მისი პატრონაჟით შექმნილ “სასამართლოს” მოახსენა, “მე მაწამესო” (გამახსენდა ძველი ანეკდოტი “მე მომკლესო”  ) მდინარაძის წერილის გამოგზავნით.

ამ “წერილით ნაწამებს და მის ფანკლუბს” მინდა შევახსენო რომ მისი უშუალო მონაწილეობით მიწაზე მათრიეს, მირტყეს, კრიმინალები მომისიეს, მომწამლეს, მუდმივ ტერორს ახორციელებდნენ ციხეში და სიკვდილს ძლივს გადავურჩი.

ყველაზე ცინიკურია, რომ “წამებულის” მხარდასაჭერად “სასამართლოზე” მივიდა მისი ყოფილი იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგვაძე, რომელიც იყო ღარიბაშვილის ყველაზე სადისტური სურვილების ზედმიწევნით აღმსრულებელი და ნორმალურ ქვეყანაში ეს ბრეგვაძე თავისუფალი ნამდვილად არ უნდა დადიოდეს.“