"ამან ფსიქოლოგიურად გაგვტეხა" - ხვიჩა კვარაცხელია თურქეთთან მარცხზე

5 days ago 3

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თურქეთის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე დამარცხდა.

ვილი სანიოლის გუნდმა შეხვედრა 2:3 დათმო, ჩვენებიდან გოლებით თავი ზურიკო დავითაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიჩინეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიამაც გააკეთა.

"პირველივე ტაიმში გაშვებულმა გოლებმა ფსიქოლოგიურად გაგვტეხა, თუმცა სასიხარულოა, რომ მეორე ტაიმში მუხტის მობრუნება გარკვეულწილად შევძელით - ეს სწორედ მუხტი უნდა შევინარჩუნოთ ბულგარეთთან მატჩისთვის.

მსურს გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის

", - განაცხადა კვარაცხელიამ.

სრულად წაკითხვა