ამას არავინ ელოდა - რა საჩუქარს უმზადებს ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიას

6 days ago 6

მოულოდნელად Corriere dello Sport-მა დაწერა, რომ ნაპოლიში სიტუაცია შეიცვალა და კლუბი აპირებს, რომ კვარასთან დათმობაზე წავიდეს.

ნაპოლიში გადაწყვიტეს, რომ ქართველ ფეხბურთელს სახელფასო მოთხოვნები დაუკმაყოფილონ და კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივონ.

როგორც გახსოვთ, ხვიჩას გარემოცვა ხელფასის სახით 8-9 მილიონ ევროს ითხოვს და აქამდე იწერებოდა, რომ ნაპოლი ამ წინადადებას არ მიიღებდა, ახლა კი საქმე რადიკალურად შეიცვალა.

გამოცემის მტკიცებით, ეს ყოველივე საახალწლოდ მოხდება და კლუბის საჩუქარიც ეს იქნება.

სრულად წაკითხვა