სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებთა პირველი ტაიმი, სადაც ჩვენი გუნდი მეტოქეს 2:0-ს ამარცხებს.
ალბათ, გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მაღალი შეფასება პირველი გოლის ავტორს და გუნდის უპირობო ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას უწერია.
პარი სენ-ჟერმენის შემტევს პირველი 45 წუთისთვის, სადაც მან დაცვაშიც და შეტევაშიც თავი მშვენივრად წარმოაჩინა, 9.0 სარეიტინგო ქულა დაუწერეს, ყველაზე ახლოს კი ამ შეფასებასთან ნიკა გაგნიძე 8.2 ქულითაა, რომელმაც ტაიმის ბოლოსკენ მეორე გოლი გაიტანა.