WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილ პროცესებს, სადაც პარტიების აკრძალვის საქმე უნდა განიხილონ.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, დაგეგმილ საკონტიტუციო განხილვების „ღალატის პროცესი“ ჰქვია და მისთვის ზუსტი მნიშვნელობის ჩანაცვლება ყალბი მნიშვნელობით რუსების პროპაგანდის ხერხია.

„ღალატის პროცესი!

ძალიან მნიშვნელოვანია სწორი სიტყვით, ზუსტი მნიშვნელობით შევაფასოთ ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომლის განხილვა 2 დღეში დაიწყება. სიტყვას აქვს ძალა! ზუსტი მნიშვნელობის ჩანაცვლება ყალბი მნიშვნელობით რუსების პროპაგანდის ხერხია. ამიტომ არანაირი სხვა სახელი – ამას ჰქვია ღალატის პროცესი.

1. ჩვენივე ქვეყნის წინააღმდეგ მომხდარი აგრესია და ოკუპაცია ბრალდება ჩვენსავე სახელმწიფოს

ციტატა მაგალითისთვის: “2004 წელს ქალაქ ცხინვალის მიმართულებით შეიარაღებული დაპირისპირება განხორციელდა.”
“2007 წელს საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, შემოიღო სახელმწიფო მმართველობა და დააფუძნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია. ამით საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სამართლებრივად აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1990 წელს გაუქმებული საზღვრები.”

“აღნიშნული მოვლენების კულმინაცია იყო 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად…”

2. მეგობრები (დასავლეთი) ცხადდებიან მტრებად
3. რუსეთის პოლიტიკის კრიტიკა ისჯება
4. უკრაინის პოზიციების დაცვა ისჯება

ციტატა მაგალითისთვის: “ამასთანავე, უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდა და მას განცხადებებით თავს ესხმოდა. მეტიც, 2023 წლის ივლისში უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს ელჩს უკრაინაში ქვეყანა დაატოვებინა. არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ამ ფაქტებისგან პირდაპირ, ნათლად და მყისიერად გამიჯვნისგან ამჯერადაც თავი შეიკავეს.”

5. პოლიტიკური ბრძოლა იკრძალება
6. საბჭოთა ერთპარტიული სისტემა კანონდება
ეს არის ფაქტები ამ საკონსტიტუციო სარჩელიდან. შესაბამისად, ამას ეწოდება ერთადერთი რამ – ღალატის პროცესი!

პ.ს. დიდი მადლობა ვახო სანაიას სისტემის რყევისთვის და მხარდაჭერა მის ოჯახს, განსაკუთრებით ჩემს მეგობარ სანის“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.


საკონსტიტუციო სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას გეგმავს. მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“. საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები მიყოლებით — 21, 22 და 23 ოქტომბერს — დაინიშნა.