1
დონალდ ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
“ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება. ამიერიდან ჩვენი ქვეყანა აყვავდება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისევ პატივსაცემი იქნება. ყველა ერის პარტნიორი ვიქნებით. ჩვენი ყველა ქვეყანას შეშურდება და საკუთარ თავს უფლებას არ მივცემთ, რომ ჩვენით ბოროტად ისარგებლონ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის პერიოდში, ყოველ დღეს ვიმუშავებ იმაზე, რომ ამერიკა პირველ ადგილზე დავაყენო. ჩვენი სუვერენიტეტი იქნება აღდგენილი, ჩვენი უსაფრთხოება იქნება აღდგენილი და სამართლიანობის სასწორი დაბალანსებული იქნება”.