Pantone-მა 2025 წლის ფერად დაასახელა Mocha Mousse (Pantone 17-1230), რომელიც წარმოადგენს რბილ, მდიდარ ყავისფერ ტონს. ეს ფერი ასახავს კომფორტის, ბუნებრიობისა და დახვეწილობის შერწყმას.
Mocha Mousse აღწერილია როგორც ფერი, რომელიც შთაგონებულია კაკაოს, შოკოლადისა და ყავის მდიდარი ტონებით, რაც მას ვიზუალურად დამამშვიდებელსა და დამაკმაყოფილებელს ხდის.
დიზაინის ტენდენციები და სიმბოლიკა
Mocha Mousse ხაზს უსვამს ბუნებასთან ჰარმონიის საჭიროებას და ასახავს თანამედროვე სამყაროსა და ტრადიციული ღირებულებების შერწყმას. ფერი იდეალურად გამოიყენება როგორც დახვეწილი, ლუქს სივრცეების შექმნისთვის, ასევე კლასიკური და ბუნებრივი გარემოს დიზაინისთვის.
Pantone-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ Mocha Mousse განასახიერებს “გემოვნებიან შეხებას და დელიკატურ გლამურს,” რაც მას შესანიშნავ არჩევანს ხდის როგორც ინტერიერის დიზაინისთვის, ასევე მოდასა და მარკეტინგისთვის.
სად ვიხილავთ ამ ფერს?
Pantone გეგმავს Mocha Mousse-ის პოპულარიზაციისთვის მსოფლიო მასშტაბით ღონისძიებების გამართვას. მაგალითად, ფერის პრეზენტაცია უკვე გაიმართა ლონდონში, ეს ფერი ასევე აქტიურად აისახება ბრენდების პროდუქტებში, როგორიცაა ავეჯი, ტექსტილი და დეკორატიული ელემენტები.
Mocha Mousse არის იდეალური არჩევანი მათთვის, ვისაც სურს სიმყუდროვისა და თანამედროვე ელეგანტურობის კომბინაცია საკუთარ სივრცესა, თუ სტილში.
დავით კავლელაშვილი
ART LINE STUDIO-ს მთავარი ინტერიერის დიზაინერი