UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო საჩემპიონო დაპირისპირებაზე საუბრობს.
სულელური გადაწყვეტილება იქნება თუ არ ბრძოლას არ ჩანიშნავენ, რადგან ეს სუპერდაპირისპირება იქნება. ილიას ისლამთან იოლი ბრძოლა არ ექნება. ვიცი, რომ მახაჩევს ტანით პატარა მეტოქეებთან ჩხუბი არ უნდა, თუმცა ვინღა დარჩა? ილია უკვე ამბობს, რომ ქვემსუბუქ კატეგორიას აღარ წარმოადგენს და მსუბუქში გამოდის. ეს ბრძოლა უნდა შედგეს.
- თქვა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ თავისი ქამარი ვაკანტური გახადა, რომლის ახალი მფლობელიც სულ ცოტა ხნის წინ ალექსანდრ ვოლკანოვსკი გახდა.