ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ სერია A-ს დაწყებამდე 10 დღით ადრე მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა:
მინდა მადლობა გადავუხადო იმ ფეხბურთელებს, მათ შორის ხვიჩას, რომლებიც ჩვენთან იანვრამდე იყვნენ, შემდეგ კი გუნდიდან წავიდნენ. სკუდეტოს მოგებაში მათ დამსახურებული წვლილი შეიტანეს, რისთვისაც მადლიერებას გამოვხატავთ.
- თქვა კონტემ.
იტალიის ჩემპიონატის 2025/2026 წლების სეზონი 23 აგვისტოს დაიწყება და ახალი შენაძენებით ნაპოლი სკუდეტოს მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.