"ამიტომ გამექცა ილია ოქტაგონიდან" - არმან ცარუკიანის ხმაურიანი განცხადება

1 week ago 2

ლას ვეგასში გამართულ UFC 317-ის მთავარი ბრძოლა პირველივე რაუნდში დასრულდა — ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა ეფექტური ნოკაუტით დაამარცხა და მსუბუქ წონაში ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ამით ქართველმა მებრძოლმა ორი დივიზიონის ქამარი დაისაკუთრა.

ილიას წარმატება არ გამოპარვიათ მის კონკურენტებს. არმან ცარუკიანი X-ზე წერს: „ჩარლზი მისი დონე არ იყო. ილიამ კარგად იცის, რომ მე ადვილად გავთიშავ, ამიტომაც აარიდა თავი ჩემთან ბრძოლას.

შეგახსენებთ, აქამდე თოფურია უკვე იყო ქვემსუბუქი წონის (65 კგ) ჩემპიონი მას შემდეგ, რაც 2024 წლის თებერვალში ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაამარცხა. შემდგომ მან ქამარი მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ წარმატებით დაიცვა.

სრულად წაკითხვა