ამორიმი გაგდების ზღვარზე - მანჩესტერელთა დერბი სიტიმ მოიგო

7 hours ago 2

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა პრემიერ ლიგის მე-4 ტურის ცენტრალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს მანჩესტერ სიტი და მანჩესტერ იუნაიტედი შეხვდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, სიტის ამ თამაშში დიდი უპირატესობა უნდა ჰქონოდა და საბოლოოდ გვარდიოლას გუნდმა საკმაოდ იოლად მოიგო კიდეც, - 3:0.

სიტიდან გოლები ერლინგ ჰოლანდმა (2) და ფილ ფოდენმა გაიტანეს. გარდა ამისა, გამორჩეული იყო ჟერემი დოკუც, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ამ მომენტისთვის სიტი პრემიერ ლიგის მე-8 ადგილს 6 ქულით იკავებს, იუნაიტედი კი 4 ქულით მე-14 პოზიციაზეა.

სრულად წაკითხვა