ანდრე ონანა კარიერას თურქეთში გააგრძელებს

1 day ago 6

კამერუნელი მეკარე, 29 წლის ანდრე ონანა, ოფიციალურად შეუერთდა თურქულ კლუბ "ტრაბზონსპორს". კლუბმა ფეხბურთელი გულშემატკივარს უკვე წარუდგინა და დაადასტურა, რომ ონანა იჯარის წესით ითამაშებს.

იჯარა ძალაშია 2026 წლის ზაფხულამდე და აღნიშნული პირობით თურქულ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ აქვს. ახალ გუნდში ონანა ტრადიციულად 24-ნომრიან მაისურს მოირგებს.

ანდრე ონანა "მანჩესტერში" 2023 წელს მილანის "ინტერიდან" გადაბარგდა და ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სრულად წაკითხვა