ანდრეს ინიესტა: "ბარსელონასთვის ტრებლზე ფიქრი გადაჭარბებული სულაც არაა"

10 hours ago 1

ბარსელონას ლეგენდამ და ესპანეთის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ანდრეს ინიესტამ ყოფილი კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მიზნებზე ისაუბრა.

ტრებლზე საუბარი გადაჭარბებული არაა იმის გათვალისწინებით, თუ როგორ თამაშობს გუნდი. ბარსა ლა ლიგის ლიდერი, ესპანეთის თასის ფინალისტი და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტია.


ტრებლის მოგება ძნელია, მაგრამ იმედია, ამ გრძნობას ისევ გამოვცდით. მომდევნო მატჩებში ყველაფერი გადაწყდება.

- ამბობს ანდრესი.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონა ლა ლიგას 76 ქულით ლიდერობს და მადრიდის რეალს 4 ქულით უსწრებს. ასევე, კლუბი კოპა დელ რეის ფინალში ელ კლასიკოს დღე დღეზე გამართავს, ჩემპიონთა ლიგაზე კი ჰანსი ფლიკის გუნდს ინტერის ბარიერის გადალახვა მოუწევს.

სრულად წაკითხვა