24
ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რატომ არ მიეცათ კონკრეტული ტელეკომპანიების ჟურნალისტებს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასწრების აკრედიტაცია:
,,ხვალ, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად, თანხმობა, აკრედიტაცია არ მიეცათ ტელეკომპანიების – ,,ტვ პირველისა” და ,,ფორმულას” ჟურნალისტებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ამ ტელეკომპანიების წარმომადგენლები, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, წლების განმავლობაში არაერთ დიდ საეკლესიო დღესასწაულზე სისტემატურად არღვევდნენ ტაძრის ტერიტორიაზე მოქმედ შინაგანაწესს, თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეს და ქმნიდნენ ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას.
სამწუხაროდ, მრავალჯერ გავმხდარვართ იმის მოწმენი, თუ როგორ ცდილობენ ამ ტელეკომპანიების ჟურნალისტები, საზოგადოების ყურადღება დღესასწაულის არსიდან ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებაზე გადაიტანონ. შედეგად, იჩრდილება დღესასწაულის სულიერი მნიშვნელობა და ფერმკრთალდება ის საზეიმო განწყობა, რომლის გასაზიარებლადაც ათასობით მორწმუნე იკრიბება.
საზოგადოებას შევახსენებთ 2025 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მომხდარ ერთ-ერთ შემთხვევას. თანდართული ვიდეოკადრები გადაღებულია თავად ,,ტვ პირველის” მიერ და ნათლად ასახავს იმ გარემოებებს, რომლებიც ასევე გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ შეზღუდვის მიზანი არ არის მედიის საქმიანობის ხელშეშლა, არამედ საეკლესიო დღესასწაულის მშვიდ გარემოში ჩატარება, ლიტურგიკული წესრიგისა და მომლოცველთა ინტერესების დაცვა.“
საერთაშიროსო alia.ge