28
ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი:
,,როგორც ჩანს ბიძინა სერიოზულად აპირებს აკრძალოს ლამის ყველა ოპოზიციური პარტია გარდა საკუთარი მარიონეტებისა. ამით ცხადია ოპოზიციურ განწყობებს ის ვერ შეცვლის და ვერც ოპოზიციონერებს გააქრობს, მაგრამ უკიდურესად გააძნელებს და პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ დასავლეთში ეს გამოიწვევს გაცილებით მკვეთრ რეაქციას, ვიდრე აქამდე, რადგან ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უკვე არის დიქტატურის ფორმალური გაფორმება და არა მხოლოდ ავტორიტარული მართვა. ეს გადაწყვეტილება იქნება ალბათ ყველაზე მკვეთრი დისტანცირება დასავლური სამყაროდან.
დემოკრატიას და ღორებულებებს რომ თავი დავანებოთ, წმინდა პრაგმატულადაც სრულიად გაუგებარია, რაში ჭირდება ბიძინას ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკური პარტიების იურიდიული გაუქმება. რუსეთის გულის მოსაგებად კეთდება ეს? აქაოდა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებას ნუ მომთხოვ და ყველა რუსოფობიურ პოლიტიკურ ძალას ავკრძალავო? თუმცა, საქმეც ისაა, რომ მაინც მოთხოვენ. ვითომ არ ესმის ბიძინას ამდენი? შეიძლება არც ესმის და იმედი აქვს, რომ პუტინი მოწყალებას მოიღებს და ემბარგოს გააუქმებს, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების მოთხოვნას რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ წაიღებს უკან. ის კი ფაქტია, რომ ავტორიტარული რეჟიმის დამყარების პროცესი საქართველოში უკვე უახლოვდება ძალიან სახიფათო ნიშნულს.
აქვე ორიოდ სიტყვა მინდა ვთქვა იმ მოსამართლეებზე, რომლებმაც ბიძინას ბრძანება უნდა შეასრულონ და მიიღონ ისეთი დონის ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება, რომელიც საერთოდ აზრს უკარგავს თავად საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობას. ყოველი მოსამართლე, ვინც ამ უკანონობას საკუთარი ხელმოწერით დაადასტურებს, ისტორიაში შევა როგორც უპრინციპობის და ქვეყნის საციცოხლო ინტერესების ღალატის მაგალითი და მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ მოიცილებს ამ სამარცხვინო დაღს. მეორეს მხრივ კი მათ მართლა შეუძლიათ ისტორია დაწერონ და უარი თქვან სამართლებრივად აბსურდული პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაზე, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი მათ ეს გააკეთონ, თუ თავად ბიძინამ არ გადაიფიქრა ბოლო მომენტში“
საერთაშიროსო alia.ge