ანზორ მექვაბიშვილის ტრანსფერით ბელგიური კლუბი დაინტერესდა

3 weeks ago 5

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა შესაძლოა კარიერას ბელგიაში გააგრძელებს.

რუმინული მედიის ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელით ლიეჟის „სტანდარდი“ ინტერესდება, ხოლო მოლაპარაკებებს პირადად მარკ ვილმოტსი აწარმოებს.

ჯერჯერობით შეთანხმება არ არსებობს, თუმცა „კრაიოვა“ ტრანსფერს არ შეეწინააღმდეგება, თუ შეთავაზება კლუბისთვის მისაღები იქნება.

ცნობისთვის, მექვაბიშვილმა გასულ სეზონში რუმინეთის ლიგაში 29 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

სრულად წაკითხვა