ანსამბლ “სუხიშვილები”-ს განცხადება ფესტივალზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით (ვიდეო)

5 days ago 3

წაკითხვა: 129

ანსამბლ “სუხიშვილები”-ს განცხადება ფესტივალზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით:

“გვსურს გამოვეხმაუროთ ჩვენთვის სამწუხარო ინციდენტს, რომელიც მუსიკალურ ფესტივალ “თბილისი ოუფენ ეარი”-ს მიმდინარეობისას მოხდა. აჩიკო გულედანის სიმღერის ტექსტი არასწორად გაიგო ჩვენმა რამდენიმე წევრმა, რამაც დასის მნიშვნელოვან ნაწილში გამოიწვია უკმაყოფილება და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ფესტივალში მონაწილეობა.

დასის ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა, საჭიროდ ჩათვალა რომ კრიტიკული სიტუაციის განსამუხტად ისე ემოქმედა, როგორც იმოქმედა.
ვწუხვართ, რომ ნინოს ნათქვამმა სიტყვებმა, რომელიც ანსამბლში ვითარების განმუხტვისკენ იყო მიმართული, სამართლიანად დაიმსახურა კრიტიკა.

გვსურს დაგიდასტუროთ, რომ სუხიშვილები ყოველთვის იდგა და დგას როგორც რწმენის, ისე გამოხატვის, ხელოვნების თავისუფლების და ზოგადად, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სამსახურში და გვჯერა, რომ ეს უფლებები არათუ ხელს არ უშლის, არამედ ავსებს ერთმანეთს.
კიდევ ერთხელ, ვწუხვართ, რომ აღნიშნულმა ინციდენტმა ბევრ ჩვენს გულშემატკივარში გაუგებრობა გამოიწვია.” – ნათქვამია განცხადებაში.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა