მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგაში ერთი სამატჩო განაცხადისთვის მწვრთნელს 23 ფეხბურთელის გამოყენება შეუძლია, ფატი ამ სიაშიც კი ვერ მოხვდა.
როგორც ჩანს, ანსუ ჰანსი ფლიკის ფავორიტთა სიაში არ არის. გერმანელმა მწვრთნელმა ლეგანესთან მატჩის განაცხადში ფატი არ შეიყვანა.
22 წლის ფეხბურთელს მიმდინარე ლა ლიგის სეზონში მხოლოდ 4 შეხვედრა აქვს გამართული და არც გოლი და არც ასისტი არ აქვს გაკეთებული.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბარსა ლა ლიგაში ლეგანესს დღეს, ჩვენი დროით 00:00 საათზე შეხვდება.