ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების სახელით, საიამ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო

1 hour ago 2

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), ქართველი სამხედროების სახელით, რუსეთის წინააღმდეგ დავა მოიგო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

საქმე ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამი ქართველი სამხედროს – გიორგი ანწუხელიძის, შმაგი სოფრომაძისა და კახაბერ ხუბულურის წამებით მკვლელობას. ასევე, სხვა ქართველი სამხედროების – დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშივლის, იმედა ქუტაშვილის, მალხაზ მელაძისა და კახაბერი ზირაქაშვილის წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას თითოეული მოკლული და ნაწამები ქართველი სამხედროს ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა:

  • 65 000 ევრო იორგი ანწუხელიძის, შმაგი სოფრომაძისა და კახაბერ ხუბულურის ოჯახებს, რომელთა მიმართაც სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 – სიცოცხლის უფლების დარღვევა;
  • 40 000 ევრო დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშივლის, იმედა ქუტაშვილის, მალხაზ მელაძისა და კახაბერი ზირაქაშვილის წარმომადგენლებს, რომელთა მიმართაც დადგინდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა – წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.
სრულად წაკითხვა