,,არ გაგიჩნდათ კითხვა, რატომ არ არის სიაში ღარიბაშვილი?”- რას ამბობს გია ხუხაშვილი?

3 hours ago 1

გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი­სა და მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის და­სან­ქცი­რე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ და­სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის არ ყოფ­ნა შე­იძ­ლე­ბა იმას ნიშ­ნავ­დეს, რომ ის “ოქ­როს მოწ­მეა სა­სან­ქციო სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით“.

,,არ გა­გიჩ­ნდათ კი­თხვა, რა­ტომ არ არის სი­ა­ში ღა­რი­ბაშ­ვი­ლი? რის გა­მოც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­ა­სან­ქცი­რეს, ბი­ძი­ნას [ივა­ნიშ­ვი­ლის] შემ­დეგ ყვე­ლა­ზე ღრმად ამ საქ­მე­ში ჩაფ­ლუ­ლი იყო ღა­რი­ბაშ­ვი­ლი. ღა­რი­ბაშ­ვილ­ზე მეტი არა­ვინ არ იცის სის­ტე­მა­ში. სა­ერ­თოდ ამე­რი­კუ­ლი სან­ქცი­ე­ბი შიშ­ველ ქვა­ზე არ შენ­დე­ბა, დო­კუ­მენ­ტუ­რი სა­ფუძ­ვე­ლია სა­ჭი­რო, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მთე­ლი კას­კა­დი ედე­ბა ამას, ეს არ არის წმინ­და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, აშშ სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოა. გა­სა­გე­ბია, რომ ოქ­როს მოწ­მე­ე­ბი არ­სე­ბო­ბენ სა­სან­ქციო სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და გა­მო­რი­ცხავთ, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იყოს ერთ-ერთი მათ­გა­ნი? პირ­და­პირ გე­ტყვით, მე ვერ გა­მოვ­რი­ცხავ“, – გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

წყარო: Ambebi.ge

სრულად წაკითხვა