დაკავებული გია ჯვარშეიშვილის თქმით, პოლიციამ სცემა, გადაიყვანეს კლინიკაში

2 hours ago 2

შშმ პირთა უფლებადამცველი და აქტივისტი გია ჯვარშეიშვილი თბილისში დაკავების შემდეგ ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს

მისი ადვოკატის, ილონა დიასამიძის ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიღო. როგორც თვითონ ამბობს, დაკავებისას მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა და პოლიციის სიახლოვეს, მათ შორის კლინიკაში, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. გაეწია სამედიცინო მომსახურება, მათ შორის, გადაუღეს ტომოგრაფია და ელოდებიან პასუხებს.

ადვოკატის ცნობით, დაკავებულებს არ ხსნიან ხელბორკილებს. პოლიცია ამბობს, ექიმები თუ გვეტყვიან, მოვხსნითო, ექიმები ამას არ ამბობენ,

ამჟამად, მას მინიმუმ ოთხი ეკიპაჟი დარაჯობს. მასთან ახლოს ყოფნის საშუალებას, როგორც დაკავებულთან, არ აძლევენ არავის. ადვოკატმა მოითხოვა მის ხელწერილით გამოშვება, მაგრამ არ გაითვალისწინეს.

უკვე მეორედ დააკავეს შშმ პირთა უფლებადამცველი და აქტივისტი გია ჯვარშეიშვილი. ის თბილისში, რუსთაველის გამზირზე აიყვანეს, რესპუბლიკის მოედანთან ახლოს.

მუხლები, რომლის საფუძველზეც ის აიყვანეს, სტანდარტულია 173-ე ან 166 ადმინისტრაციული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ჯვარშეიშვილი ასევე იყო დაკავებული ცოტა ხნის წინ, რა დროსაც ის სცემეს.

სრულად წაკითხვა