საპროტესტო აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძე საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართავს:
“ეს ფეხბურთელები სადღეგრძელოებით რომ გამოდიხართ, ხალხო, ,,ფეხი როცა დაგვიცდა, მაშინ დაგვიდექით გვერდშიო“, თქვენ ოდესმე დამდგარხართ ან დგახართ ხალხის გვერდით?
არ გრცხვენიათ, მთავრობის მარიონეტებად რომ იქეცით და ხმაც არ ამოგიღიათ, როცა თქვენს მოქალაქეებს ქუჩაში სცემდნენ და უსამართლოდ ციხეში კეტავენ?
უტიფრობასაც აქვს საზღვარი.
ბურთის გაგორება და ამაში ფულის აღება არ არის ქვეყნის სიყვარული“, – აცხადებს რეზო კიკნაძე.

16 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·