“ზუსტად ვიცი, რომ ეს ორღობის დიქტატურა მალე დასრულდება” – მიხეილ სააკაშვილი

14 hours ago 4

მმართველ პარტიაში გაკეთებულ კონკრეტულ განცხადებებთან დაკავშირებით მწვავე შეფასებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

ვიღაც არარაობა ევროპას სთხოვს გადაიხადოს ჩემი “ვივამედში” ყოფნის ხარჯები.

ამან ის ამბავი გამახსენა, რომ საბჭოთა კავშირში როცა ადამიანებს ხვრეტდნენ, ოჯახს აიძულებდნენ გადაეხადათ ტყვიის თანხის ანგარიში.

ეს არსებები კოსტუმებში კი არ უნდა ჩნდებოდნენ, არამედ ტყავის ქურთუკებში. მათი წინაპრები ჩემს წინაპრებს მაუზერით ხვრეტდნენ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს ორღობის დიქტატურა მალე დასრულდება.

როგორც დაწერა ბოლშევიკების იდეურმა მამამ კარლ მარქსმა – ისტორია ერთხელ ხდება როგორც ტრაგედია და მერე მეორდება როგორც ფარსი. ამ სამარცხვინო ფარსის შუაგულში ვიმყოფებით ახლა“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სრულად წაკითხვა