24 აპრილი 2024, 11:06

6

არა რუსულ კანონს! – სტუდენტებმა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო მორიგი აქცია 24 აპრილს,19:00 საათზე ჩანიშნეს.

თავდაპირველად ისინი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი სავარაუდოდ მსვლელობით სხვადასხვა ლოკაციაზე გადაინაცვლებენ. თუმცა, იმის გამო, რომ აქციის მონაწილეები ამ გადაწყვტილებებს სპონტანურად იღებენ, მათი მარშრუტი ამ დროისთვის უცნობია.