“დიფ სთეითზე” საუბრობს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი და მიაჩნია, რომ იგი სერიოზული საფრთხის მომტანია ევროპისა და საქართველოსთვის:
„დიფ სთეითზე“ უსამშობლოების ქილიკი, კიდევ ერთ დადასტურებაა, იმისა, რომ არა თუ არ სურთ (თითქოს და მალავენ) მისი არსებობის აღიარება, არამედ თავადაც შინაგანად ნებით თუ უნებლიედ მათი მსახურები არიან.
ერთია, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ღიად აცხადებს, რომ „დიფ სთეითის დამარცხება“ სურს, მეორე რა არის ის ძირითადი მიზეზი რის გამოც ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება.
ვხედავთ რა დონეზე აქვს გადგმული ფესვები ევროპაში „დიფ სთეითს“, უხერხემლო ლიდერებით მართული ევროპაში, რომელიც ნელ-ნელა, არა მარტო სუვერენიტეტს კარგავს, რაც ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ აშშ-სთან ხელმოწერილი კატასტროფულ და კაბალური ხელშეკრულებით დადსტურდა, არამედ შესაძლოა მისი კულტურული განადგურებაც კი ვიხილოთ.
როგორც ჩანს, საბოლოო ამოცანა ახალი, უსქესო, უსამშობლო, უმიზნო, უპრინციპო, ურწმუნო, ღირებულებებისგან დაცლილი და დამონებული ადამიანების გამოყვანაა, რის ექსპორტსაც ევროპული ფასეულობებისა და დემოკრატიის ვალდებულების დონეზე ჩვენც გვთავაზობენ.
აი, ეს გახლავთ სწორედ ის კრიტიკული მომენტი, როდესაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოვეგოთ „დიფ სთეითის“ არც შანტაჟსა და არც მუქარას, ჩვენთვის ჩვენი როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური, ასევე ისტორიული და კულტურული დამოუკიდებლობის დაცვა უმნიშვნელოვანესია, ხოლო სტაბილურობა და მშვიდობა ამ ყოველივეს გარანტი“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.