"არანაირი "მაგრამ" არ არსებობს" - იმედის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება

1 month ago 9

"ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე ძალადობა, თავდასხმა, ფიზიკური ანგარიშსწორება და მუშაობაში ხელის შეშლა მიუღებელია. არანაირი "მაგრამ" აქ არ არსებობს.

მედიის წარმომადგენელმა უნდა იმუშაოს თავისუფლად და მიაწოდოს ინფორმაცია მაყურებელს.

მაკას ძალიან ბევრი წელია ვიცნობ. "პირველ არხზე" ერთად ვმუშაობდით, მისი გულშემატკივარი ვარ და ვიქნები.

მაკაზე და მის ოპერატორზე თავდასხმის გარდა,ა ნალოგოურად ვგმობ ყველა მსგავს შემთხვევას.

უმძიმესი ვიდეოა! მაკა, მიიღე ჩემი სოლიდარობა"

ასე გამოეხმაურა იმედის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა რობოკოპების მიერ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.

სრულად წაკითხვა