ბოლო თვეებია აქტიურად მიდის იმაზე საუბარი, რომ საუდის არაბეთის კლუბებს მადრიდის რეალიდან ვინისიუს ჟუნიორის წაყვანა სურთ.
როგორც წერდნენ, ბრაზილიელმა ვინგერმა ცუდი სეზონის შემდეგ მოითხოვა ხელფასის გაზრდა, რაც რეალს არ მოეწონა და მის გაშვებაზე დაიწყო საუბარი.
ახლახანს ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ ზაფხულში ვინისიუსს არცერთი არაბული კლუბისთვის არ გაუღია კარი, რადგან მას მხოლოდ მადრიდში დარჩენა სურს.