WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიას პატიმრობასთან დაკავშირებით ის არაფერ შუაშია. „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა მას ჰკითხა, გრძნობს თუ არა უხერხულობას იმის გამო, რომ ჟურნალისტი მის გამო 30 დღეა ციხეში უნდა იყოს.

„[ვახო სანაია ციხეში] ჩემს გამო არა, ის არის თავისი უხამსობის გამო. მე საერთოდ არაფერ შუაში არ ვარ“, – თქვა პაპუაშვილმა.

მისი განცხადებით, „ყველა პასუხისმგებელია თავის ქცევაზე“.


ჟურნალისტ ვახო სანაიას, Facebook-ზე დაწერილი 2 პოსტისა და ვიდეოს გამო, მორიგ ჯერზე შეუფარდეს პატიმრობა, ამჯერად- 30 დღით. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დღეს, 19 ოქტომბერს გამოაცხადა. სანაია სხდომას არ ესწრებოდა, ის პოლიციამ სახლთან დააკავა.

Facebook პოსტები შალვა პაპუაშვილსა და ლადო ბოჟაძეს ეხებოდა:

  • პირველ პოსტში სანაია წერდა – „14 დღეს **ები არ დაუძახოთ შალვას და ლადოს. რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ ამბავს“.
  • მეორე პოსტში – „მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, ყ*ეებს ნუ დაუძახებთ-მეთქი, დამაპატიმრეს. ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა არ მასვენებს: თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოჟაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, ყ*ეებს ნუ დაგვიძახებთო, თვითონ მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე ხო ? შალვა, ლადო, გაბედეთ, ბიჭებო!“

რაც შეეხება ვიდეოს, სანაია ამ შემთხვევაში შალვა პაპუაშვილს უწოდებს „მეყლენბურგერთა სექტის წარმომადგენელს“. ვიდეოს ბოლოს სანაია ამბობს სიტყვებს: „ხო და შალვა“ და შემდეგ ჩასმულია მონაკვეთი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“, რომლის ერთ-ერთი გმირიც ამბობს „შენ **გცა შვილო ეშმაკმა“.

22 ივლისს ჟურნალისტს მსგავსი „სამართალდარღვევისთვის“ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ შეუფარდა, ხოლო 10 ივლისს 6,000-ლარიანი ჯარიმა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დააკისრა.