არსად წასვლას ენმ-დან არ ვაპირებ – თინა ბოკუჩავა

1 hour ago 3

05.08.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი თინა ბოკუჩავა პარტიის ყრილობას ესწრება. მან მედიასთან კომენტარში თქვა, რომ მიიღო შეთავაზება „გარკვეულ თანამდებობებთან დაკავშირებით“, მაგრამ მიაჩნია, რომ მისი მხრიდან ყველაზე სწორი იქნება, ბრძოლა გააგრძელოს როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა.

მისივე განცხადებით, თავს ვერ ხედავს დროებითი მართვის სტრუქტურაში. ბოკუჩავამ მედიასთან 3 მიზეზი დაასახელა, რის გამოც დღეს ყრილობას ესწრება:

„სამი მიზეზით ვარ მე დღეს აქ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე. უპირველეს ყოვლისა, რომ მადლობა ვუთხრა ჩვენს მხარდამჭერებს, იმ ადამიანებს, ვინც დღეს არიან დელეგატები ყრილობაზე, იმ ნდობისთვის, რომელიც მათ მომანიჭეს 2 წლის წინ, რომ ორი წლის განმავლობაში მემსახურა პარტიისთვის, როგორც პარტიის თავმჯდომარეს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ჩემი აქ მოსვლით იყო ეს.

მეორე იყო ის, რომ თუ აქამდე ვინმემ ვერ გაიგო, კიდევ ერთხელ გაეგოთ, რომ ჩემთვის მთავარია ბრძოლა და არანაირ თანამდებობას არასდროს მნიშვნელობა არ ჰქონია – მთავარია ბრძოლა, მთავარია სიმართლე, მთავარია ღირსება და ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვიპოვოთ… მესამე მიზეზი, რის გამოც მე დღეს აქ მოვედი, არის ის, რომ მინდა წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელ ყრილობაზე აიღებს პასუხისმგებლობას, რომ მართოს „ერთიანი ნაციონალური მოძრობა“. მე დღესაც მივიღე შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობებთან დაკავშირებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახლა ყველაზე სწორი ჩემი მხრიდან იქნება ის, რომ მე ბრძოლა ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გავაგრძელო, როგორც ენმ-ის პოლიტსაბჭოს რიგითმა წევრმა“.

თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ არ აპირებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლას:

„არსად წასვლას ენმ-დან არ ვაპირებ და ვრჩები იმ ორგანოს წევრად, რომელიც მიმაჩნია, რომ პრინციპში მთავარი პოლიტიკური ორგანოა ამ პარტიაში და ზოგადად დემოკრატიულ პარტიებში ეს ასეა, იმიტომ, რომ ის არის ყველაზე წარმომადგენლობითი ორგანო. ორგანო, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია თავმჯდომარეც და ახლა მათ შორის დროებითი მართვის ორგანოც“.

თინა ბოკუჩავას პარტიის წესდებით განსაზღვრული 2-წლიანი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ამოეწურა. ბოკუჩავა პოლიტსაბჭოს სხდომას არ ესწრებოდა იმ მიზეზით, რომ ის ოჯახთან ერთად აჭარაში იმყოფება. მისი თქმით, აღნიშნული წინასწარ ცნობილი იყო პოლიტსაბჭოს სხდომის ორგანიზატორებისთვისაც.

სრულად წაკითხვა