ლონდონის „არსენალმა“ საბოლოოდ მაინც გაიფორმა ებერეჩი ეზე. კლუბის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, 27 წლის შემტევმა „მეთოფეების“ რიგებში 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 10-ნომრიანი მაისური მოირგო.
Sky Sports-ის ცნობით, ტრანსფერის ღირებულება 60 მილიონი გირვანქა სტერლინგია, ხოლო დამატებით 7.5 მილიონი ბონუსების სახით გათვალისწინებულია.
ეზე „არსენალის“ აკადემიის აღზრდილია. კარიერა მან ქპრ-ში და „უიკომბში“ დაიწყო, 2020 წლიდან კი „კრისტალ პალასს“ წარმოადგენდა. გასულ სეზონში 43 მატჩში მან 14 გოლი გაიტანა და 11 ასისტი მიითვალა, რაც მისი კარგი თამაშისა და შემტევი პოტენციალის დასტურია.