არჩეული პრეზიდენტი უზენაეს სასამართლოს დახმარებას სთხოვს

15 hours ago 1

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს ქვეყნის უზენაეს სასამართლოს სთხოვა, ნიუ-იორკის შტატის სასამართლოს მიერ პარასკევისთვის ჩანიშნული პროცესის დროს, სასჯელის გამოცხადება გადაავადოს. საქმე ეხება სტორმი დენიელსისთვის გაჩუმების სანაცვლოდ ფულის უკანონოდ გადახდის გამო, ბრალდებული ტრამპისთვის სასჯელის შეფარდებას.

არჩეული პრეზიდენტის ადვოკატები სასამართლოს მიერ ამ საქმის შემდგომ წარმოებას პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის დიდ უსამართლიბად, ფედერალური მთავრობისთვის ზიანის შემცველად თვლიან.

დონალდ ტრამპისთვის სამშაბათს ანალოგიურ მოთხოვნაზე ტრამპს უარი უთხრა ნიუ-ორკის სააპელაციო სასამართლომ.

ნიუ-იორკის შტატის პროკურორები მას ბრალს სდებენ, რომ გააყალბა ჩანაწერები, რათა 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლოსთვის, პორნომსახიობისთვის გაჩუმების სანაცვლოდ გადახდილი 130 000 დოლარი დაემალა. პორნომსახიობი სტორმი დენიელსი (ნამდვილი სახელი სტეფანი კლიფორდი) აცხადებდა, რომ 2006 წელს, ტრამპთან სქესობრივი კონტაქტი ჰქონდა.

ტრამპმა პორნომსახიობთნ ნებისმიერი ასეთი სახის ურთიერთობა უარყო. გასულ წელს, მან თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა საქმიანი ჩანაწერების გაყალბების 34 ეპიზოდშიც.

სრულად წაკითხვა