“არცერთი დაკავებულის და მოქალაქის მიმართ რაიმე უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია“- რას ამბობს ირაკლი დგებუაძე

4 hours ago 2

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის, ირაკლი დგებუაძის განცხადებით, არცერთი დაკავებულის და არცერთი მოქალაქის მიმართ რაიმე უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, სასამართლოში მტკიცებულებებს წარადგენს.

“რაიმე მსგავსი მტკიცებულება არსებობს ჩემს მიმართ?- გულწრფელად რომ გითხრათ, გუშინდელ ფაქტებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში ისეთი ბრალდებები მოვისმინე, გაოცებული ვარ ადამიანების კრეატიულობით. კონკრეტული პირის დაკავების კადრები არსებობს, სრული უწყვეტი კადრია, ჩემი შენობიდან გამოსვლის, მასთან კომუნიკაციის და შემდეგ ქმედების. ზოგიერთი ადამიანი ფორმულირებას აძლევს, იგონებენ რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

საგამოძიებო უწყებაში ყველა დაკავებულთან უფლებადამცველები და სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყვნენ. აქციის მონაწილეების მხრიდან არაერთი შეურაცხყოფა იყო პოლიციელების მიმართ, მტკიცებულებებს სასამართლოში წარვადგენთ.

მარტივი და ცალსახა პასუხი მაქვს, არცერთი დაკავებულის და არცერთი მოქალაქის მიმართ რაიმე უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მათი მხრიდან ცალსახა რადიკალური დამოკიდებულებებს, ლანძღვა გინებას სისხლის სამართლის დანაშაულო დაემატა, რასაც სასამართლოში გავარკვევთ“, – განაცხადა ირაკლი დგებუაძემ.

მისი განმარტებით, თუ მოხდა რაიმე სამართალდარღვევა ნებისმიერი პირის მხრიდან, პოლიცია რეაგირებას მოახდენს.

“მოგვმართონ კონკრეტული მტკიცებულებებით”, – აცხადებს ირაკლი დგებუაძე.

სრულად წაკითხვა