“ასადის მოწამვლის ამბავი ბიძინა ივანიშვილს, ფრიად აუმძაფრებს განცდას, რომ მასაც, სადაც არ უნდა იყოს, მისწვდებიან!” – ტაბლიაშვილი

1 day ago 5

რადგან (რაღაი), ეს ამბავი, ბიძინა ივანიშვილს, ფრიად აუმძაფრებს განცდას, რომ მასაც, სადაც არ უნდა იყოს, მისწვდებიან!.. თუ მოსკოვში წავა – ეგრევე! თუ ბრაზილიაში “გაგაზავს” – ბრიქსის ეგიდით საცეცებით!

ეს ჩვენი გზავნილი, რომ, ამ მომენტშივე განეშოროს რუსეთს, ანუ – აღარ შეასრულოს ბრძანებები მოსკოვიდან და ჩვენ გაგვეშვას… უშედეგოა!

დიახ, გზავნილი – ბიჟო, შეიყუჟე აბასთუმნის უღრანებში და ამ შემთხვევაში ჩვენ დავიცავთ, ყურს კარგად კი ხვდება, მაგრამ, ჩენი აზრით, ტყუილია იმიტომ, რომ…

იმიტომ, რომ… ჯერ ერთი, რუსეთის იმდენი სპეცსამსახურელია აქ და მის გარშემო, რომ მის სტაფილოს წვენში პოლონიუმის ჩაყრას ჩვენ ნაღდად ვერ აღვკვეთთ და მეორე – მან, ბიძინამ, უკვე დიდად გვავნო და ლოგიკა – ინდულგენცია მას სულაც არ ეკუთვნის, სავსებით დამაჯერებელია!

მაშ, რა ბედი ელის კი არა, რა უნდა ვურჩიოთ მოწამლულ ასადნანახ ბიძინას ამ ვითარებაში?.. იმ ბიძინას, რომელსაც თან ჩვენთან ბოლომდე შესკდომა უნდა?

პასუხი – არ ვიცით! იოლია!.. და, მოდი, ავცდეთ ამგვარ პასუხს და გავიმეოროთ – რა უნდა ქნას ბიძინამ? რა რეკომენდაციას ვაძლევთ? რას ვურჩევთ?

და აი, მივადექით მთავარ სათქმელებს:

1. შობამდე გამოუშვას რეჟიმის ყველა პატიმარი.

2. ყაველაშვილს, რომელიც პრეზიდენტი არცაა, მაგრამ, ვიღაცისათვის პრეზიდენტია, დააწერინოს განცხადება გადადგომა/წასვლის თაობაზე.

3. 15-20 იანვარს გადააყენოს ეს უკანონო მთავრობა.

4. წარადგინოს ახალი უკანონო მთავრობა და არ დაამტკიცებინოს ე.წ. პარლამენტს…თან, მგონი, ორჯერ.

5. დანიშნოს არჩევნები – გამოაცხადოს თარიღი.

6. სალომე ზურაბიშვილს სთხოვოს დროებითი მთავრობის ფორმირება!..

7. წინასაარჩევნო პერიოდიდან ჩახსნას სუსი! ტიტუშკები! კობახიხის მექანიზმები…

8. ქართულ ოცნებას უარი ათქმევინოს საარჩევნო რეგისტრაციაზე.

სრულად წაკითხვა