იტალიის ჩემპიონმა ნაპოლიმ ფულის კეთების ნაცვლად (როგორც დე ლაურენტისს სჩვევია), მისი ხარჯვა დაიწყო და კევინ დე ბრუინი დაიმატა, რომელსაც სეზონში 5 მილიონი ევრო დაუნიშნეს.
ახლახანს La Repubblica-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაპოლის პრეზიდენტი მოულოდნელ და უპრეცედენტო გადაწყვეტილებას ამზადებს.
მათი ინფორმაციით, ლაურენტისს სურს, რომ ბელგიელ ნახევარმცველს კლუბის ისტორიიდან ამოღებული 10-ნომრიანი მაისური გადასცეს, რომელიც აქამდე ლეგენდარულ დიეგო მარადონას ეცვა.
მედიაში იწერება, რომ ნაპოლის პრეზიდენტი არაადეკვატურად იქცევა, რადგან კლუბისთვის ფასდაუდებელ ფეხბურთელებს აგდებული დამოკიდებულებით ეპყრობა, ჯერ კიდევ ახალწვეულ დე ბრუინს კი დიდი ფიანდაზებით ეგებება..