ასტროლოგებმა იმ ზოდიაქოს ნიშნებზე ისაუბრეს, რომლებსაც, მათი შეფასებით, თვე განსაკუთრებულ წარმატებას ან, პირიქით, მეტ გამოწვევას მოუტანს.
ყველაზე იღბლიან ზოდიაქოს ნიშნებად ასტროლოგები ასახელებენ:
ლომი – აგვისტო ხელსაყრელი იქნება კარიერული წინსვლისთვის, ახალი შესაძლებლობებისა და პირად ურთიერთობებში პოზიტიური ცვლილებებისთვის.
მორიელი – მოსალოდნელია წარმატება როგორც პროფესიულ, ისე ფინანსურ სფეროში. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.
კურო – ასტროლოგების თქმით, თვე ფინანსური სტაბილურობისა და ახალი პერსპექტივების მომტანი იქნება.
თხის რქა – ხელსაყრელი დროა კარიერული განვითარების, ახალი პროექტებისა და მნიშვნელოვანი მიზნების განხორციელებისთვის.
შედარებით მეტი სიფრთხილე კი მართებთ:
მერწყული – ასტროლოგები ურჩევენ, თავი შეიკავოს იმპულსური გადაწყვეტილებებისგან და განსაკუთრებული ყურადღება ფინანსურ საკითხებს მიაქციოს.
თევზები – შესაძლოა ემოციურად დატვირთული პერიოდი ჰქონდეთ, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი სიფრთხილეა საჭირო.
ტყუპები – მოსალოდნელია გარკვეული შეფერხებები როგორც სამსახურში, ისე პირად ურთიერთობებში, რის გამოც მოთმინება და წინდახედულობა იქნება საჭირო.
ქალწული – ასტროლოგების შეფასებით, აგვისტოში მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს როგორც ჯანმრთელობას, ისე პროფესიულ ვალდებულებებს.
წყარო: primetime.ge/

1 hour ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·