მადრიდის „ატლეტიკომ“ ბერგამოს „ატალანტასთან“ შეთანხმებას მიაღწია და 22 წლის იტალიელი მცველი, მატეო რუჯერი, კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. შეთანხმების ფარგლებში, „ატალანტა“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მიიღებს.
გადასვლის პროცესი რუჯერის სამედიცინო შემოწმებით დასრულდება, რის შემდეგაც ის ოფიციალურად მოაწერს ხელს ახალ კონტრაქტს. რუჯერი „ატალანტას“ აღზრდილია და კლუბის რიგებში 109 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლი გაიტანა. 2021/22 წლების სეზონი მან იჯარით „სალერნიტანაში“ გაატარა.
მარცხენა მცველი იტალიის 21-წლამდე ნაკრების წევრიც გახლავთ და უკვე 16 მატჩი აქვს ჩატარებული ეროვნული გუნდის მაისურით. მისი ტრანსფერი „ატლეტიკოსთვის“ მნიშვნელოვანი გაძლიერებაა დაცვის ფლანგზე.