აფხაზეთში ინტერნეტის შეზღუდვის საკითხი განიხილება

1 week ago 9

ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

9 დეკემბერი, 2024 •

აფხაზეთში ინტერნეტის შეზღუდვის საკითხი განიხილება

აფხაზური ტელეგრამ არხის ინფორმაციით, აფხაზეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შტაბმა, ელექტროენერგიის დეფიციტის ფონზე, ინტერნეტ პროვაიდერებს ხვალ 00:00-დან 07:00 საათამდე ინტერნეტის გამორთვის თხოვნით მიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის შემოღების საკითხს ხვალ განიხილავენ.

დღეიდან, 9 დეკემბრიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიის გათიშვის კიდევ უფრო მკაცრი გრაფიკი ამოქმედდება. ამის შესახებ კომპანია “ჩერნომორენერგო” იტყობინება, რომელმაც პირველად გამოაქვეყნა არა გამორთვის, არამედ ჩართვის გრაფიკი. “რესპუბლიკის ენერგომომარაგებაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, 2024 წლის 9 დეკემბრიდან ამოქმედდება ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი. 21.00-დან 7.00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდვის გარეშე იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში.07:00 საათიდან 21:00 საათამდე აბონენტები ელექტროენერგიას დღეში ორჯერ, 2 საათისა და 20 წუთის განმავლობაში მიიღებენ. ელექტროენერგიის მიწოდება უწყვეტი იქნება მხოლოდ ღამით – 21:00 საათიდან 07:00 საათამდე. ეს ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე 9 საათისა და 20 წუთის განმავლობაში დარჩება.

მანამდე, ენერგეტიკულ პრობლემებზე გამართულ შეხვედრაზე, დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთიდან კომერციული ნაკადების შეჩერების შემთხვევაში, მოსახლეობას ელექტროენერგია დღეში მხოლოდ 7-8 საათის განმავლობაში ექნება.

მიმდინარე ვითარება დაკავშირებულია ენგურჰესის ჯვრის წყალსაცავში წყლის დაბალ დონესთან და რუსეთიდან კომერციული ნაკადების კომერციული ფასად გადახდის აუცილებლობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი

    ასევე:
  • აფხაზეთში ელექტროენერგიის გათიშვის მკაცრი გრაფიკი ამოქმედდა
  • რუსეთმა აფხაზურ მანდარინში ვირუსი აღმოაჩინა და შესაძლოა, მისი იმპორტი აკრძალოს – სოხუმი
  • სოხუმში საუბრობენ რუსული დაფინანსების თითქმის სრულად შეწყვეტაზე
სრულად წაკითხვა