ფრანგულმა RMC Sport-მა ხვიჩა კვარაცხელიასა და მის მონაგარზე დაწერა. ქართველი ფეხბურთელი საფრანგეთის ჩემპიონი უკვე გახდა, სკუდეტოს მეორედ მოგებამდე კი ბევრი არაფერი აშორებს.
წესის მიხედვით, რადგანაც კვარა პსჟ-ში სეზონის შუა ნაწილში გადავიდა, მას სკუდეტოს მედალი ნაპოლის ჩემპიონობის შემთხვევაში მაინც ეკუთვნის, თუმცა ყველაფერი ასე იოლად არ არის.
გამოცემის თქმით, ოქროს მედალი მხოლოდ იმ ფეხბურთელებს უნდა გადაეცეთ, რომლებიც უშუალოდ ჩემპიონობის პერიოდში იქნებიან კლუბში დარეგისტრირებულნი, კვარასთვის მედლის მიცემა კი ნაპოლის და დე ლაურენტისის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.