“აქ ორი მხარე არ არსებობს! არსებობს ტირანი და განათლებული თაობის ბრძოლა თავისუფლებისთვის!” – ნანა ტოხვაძე

2 weeks ago 8

სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, ნანა ტოხვაძე პოლიტიკურ შეფასებას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, სამართალდამცავების მხრიდან ბავშვებზე ძალადობაზე საუბრობს და მძიმე მინიშნებებით განათლების სამინისტროს მიმართავს:

გათენდა! სასტიკ ძალადობაზე, ქუთაისში ბავშვს, რომ გონების დაკარგვამდე სცემდა პოლიცია და მერე გაიტაცეს (დაკავება აღარ ჰქვია), განათლების სამინისტრომ რაო?! მთავარია, პოლიტიკა არ შევიდეს სკოლებში და სასწავლო პროცესი არ ჩაგვეშალოსო, თორემ რეპრესიებს რას დავეძებთო, არა?!

რეჟიმის ახალ ჭანჭიკს, მინისტრი რომ გონია თავი, განათლების მიცემა თავისუფლების წართმევასთან თავსებადი ჰგონია, არა?!

აქ ორი მხარე არ არსებობს! არსებობს ტირანი და განათლებული თაობის ბრძოლა თავისუფლებისთვის! საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სამარცხვინოა თქვენი დუმილი!” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

სრულად წაკითხვა