,, აქ უბრალოდ არის ერთი ასპექტი, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს” – გია ხუხაშვილი

6 days ago 5

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:

,,ბიძინა, რომელიც ახლა მოქმედებს პოლიტიკური ტერორისტის სტილში – ჯერ სადისტურად გაუსწორდა 500-მდე უდანაშაულო ადამიანს და შემდგომ მძევლად აიყვანა, საჭირო მომენტში სარფიანად სავაჭროდ ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ.

ეს მგონი, არ არის საკამათო და ყველა ვთანხმდებით.

აქ უბრალოდ არის ერთი ასპექტი, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს.

მისი ამოცანაა, რომ ამ ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობის ერთ-ერთი ფასი გახდეს, მის მიერ ჩადენილი სისტემური დანაშაულის ჩაფარცხვა.

შესაბამისად, შემოთავაზებული მოდელი იქნება, ორივე მხრიდან ჩადენილი ყველა დანაშაულის ამნისტირება.

ანუ, გვეტყვის, რომ დავივიწყოთ სისტემის მხრიდან ჩადენილი დანაშაული – ადამიანების წამების, მოროდიორობის, უკანონო თავისუფლების აღკვეთის, სახლში უკანონო შევარდნების ფაქტები.

სისტემამ ჩაიდინა კონვენციური დანაშაული, ადამიანების წამების სახით. ამ ტიპის დანაშაულის არც ამნისტირება შეიძლება და არც ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია.

ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, რაც არ უნდა გვეჩქარებოდეს უდანაშაულო ადამიანების გათავისუფლება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუსჯელობის განცდით შეიარაღებული სისტემა ხვალ და ზეგ იგივეს და უარესსაც ჩაიდენს.”

სრულად წაკითხვა