დაპატიმრებულმა აქტივისტმა ისაკო დევიძემ, რომელიც მონაწილეობდა პროევროპულ და ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა, ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმებას მიაღწია და ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა. იგი „სასამართლოს უპატივცემულობასა“ და „პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ განმეორებით ჩადენაში ცნეს დანმაშავედ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ შეთანხმება 13 ივლისს დაამტკიცა. დევიძე წინასწარ პატიმრობაში 17 იანვრიდან იმყოფება და მას კიდევ დაახლოებით ექვსი თვე მოუწევს პატიმრობაში დარჩენა.
დევიძე, რომელიც საპროტესტო აქციების დროს არაერთხელ დააკავეს, ბოლოს 2025 წლის 20 დეკემბერს დააპატიმრეს ოლიციელის შეურაცხყოფის ბრალდებით. მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.
პროკურატურამ მოგვიანებით მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა 22 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მომხდარი ინციდენტის გამო, რომლის დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, იგი ხელისუფლებისა და სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკული განცხადების გაკეთების შემდეგ, მოსამართლის სკამს მიუახლოვდა და მოსამართლის კომპიუტერს ჩაარტყა, რის შედეგადაც მონიტორი მაგიდაზე დაეცა. ის სასამართლო დარბაზიდან მანდატურებმა და პოლიციამ გაიყვანეს და სხდომა სხვა დარბაზში გაგრძელდა.
მოგვიანებით მას ბრალი წაუყენეს „სასამართლოს უპატივცემულობაში“, რაც მოსამართლის „შეურაცხყოფაში“ გამოიხატა. დანაშაილი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მედიის ინფორმაციით, მას ასევე მესამედ წაუყენეს ბრალდება „პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში“. ეს ქმედება ჩვეულებრივ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება, თუმცა 2025 წლის ოქტომბერში მიღებული ცვლილებების შემდეგ მესამედ ჩადენის შემთხვევაში, ის სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.
This post is also available in:

1 week ago
38







English (US) ·
Georgian (GE) ·