დაკავებულია სანდრო მეტრეველი, ჩემი მეგობარი, ძმა და ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, რომელიც საკუთარ როლსა და ფუნქციას სრულად აცნობიერებს ქართულ საზოგადოებაში. ექიმი ბიჭი, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჰუმანიზმი. ამ სახელმწიფოსთვის საშიშ ადამიანთან სია, რომ შედგეს იგი ვერც ერთი ჯადოსნური მანქანებით ვერ მოხვდება ამ სიაში.
ვისაც სანდროსთან რაიმე გადაკვეთა ქონია, ყველა დამეთანხმება, რომ იგი უწყინარი, პატიოსანი, ღირსეული და მამაცი ბიჭია, რომელსაც დიდი მიზნები აქვს. დიდი არა მერკანტილური, არამედ სულიერი და სიღრმისეული თვალსაზრისით.
„წიგნების თარო“, „უპასუხე საქართველოს“ – ერთად ვმონაწილეობდით, ერთად ვიცინოდით, ერთად ვიმარჯვებდით და ერთად ვმარცხდებოდით. დიდი ხანია, რაც მას ვიცნობ, ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ, ცხოვრებამ არა ერთ სიტუაციაში გამოგვცადა და არ ვიცი როგორ, მაგრამ ყოველთვის იცოდა რომელი გზა იყო მართებული და ყოველთვის მას ირჩევდა, იმის მიუხედავად თუ რამდენად რთული იქნებოდა ეს.
მისი თავისუფლებისადმი სიყვარულს ვერც 4 კედელი, ვერც ცემა და ვერც იმ ფურცელზე მისი ხელმოწერა ვერ შეკვეცავს, რადგან მისი ცნობიერება და გული დაცლილია ყველაფერ იმისგან, რაც გიშლის ადამიანს რომ გიყვარდეს რაიმე ან ვინმე წრფელად, მართლად და ნამდვილად.
ცხოვრებაში პირველად მიჭირს წერა, დანარჩენს რომ გამოხვალ მერე გეტყვი.