აქციაზე ფერადი კვამლის გაშვების გამო, შესაძლოა, სტუდენტის წინააღმეგ, სისხლის სამართლის გამოძება დაიწყოს

2 hours ago 2

სტუდენტის წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას იმის გამო, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკდიებლობის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფერადი კვამლი გაუშვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფერადი კვამლის გაშვება განმარტა, როგორც პიროტექნიკის გამოყენება, ეს კი აკრძალულია შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონით. დარსალია ამბობს, რომ თავდაპირველად მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინეს.

გამომდინარე იქიდან, რომ დასრალიას ამ მუხლით უკვე ჰქონდა სახდელი დადებული, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ შეწყვიტა საქმის წარმოება. დარსალიას ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის თქმით, მან საქმე შსს-ს დაუბრუნა იმ მოტივით, რომ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. გასული წლის ოქტომბერში მიღებული ცვლილებებით, შეკრებისა და მანიფესტაციის წესის განმეორებით დარღვევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

“დაახლოებით ერთი კვირის წინ, ჩემ წინააღმდეგ აღიძრა ახალი ადმინისტრაციული საქმე 26 მაისის აქციაზე ფერადი კვამლის გაშცების გამო. თუმცა, ეს მოსამართკედ წოდებულმა კობა ჩაგუნავამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, სისხლის სამართალზე გადააკვალიფიცირა. ჩემ შემთხვევაში, ეს არის მეორე საქმე, რომელიც კობა ჩაგუნავამ სისხლზე გადამიკვალიფიცირა.

საქმის მასალებში წერია, რომ მე მექანიკური ზემოქმედების შედეგად მოვახდინე პიროტექნიკის გამოყენება და ეს არის შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის დარღვევა და ამის გამო გადამიკვალიფიცირეს სისხლოს სამართალზე ჩემი აზრით, ეს ემსახურება არა მხოლოდ აქტიური მოქალაქეების დაშინებას, არამედ საზოგადოებაში შიშის და განხეთქილების დათესვას”, – უთხრა დარსალიამ TV პირველს.

“ახალგაზრდა ადამიანი, სტუდენტი, რომელმაც ჩააბარა ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში და უნდა წავიდეს ზაფხულში სასწავლებლად, შეიძლება ბრალი წაუყენონ და დაუღუპონ ცხოვრება. რის გამო? რა შერაცხეს კრიმინალად? თურმე, ფერად ბოლს რომ გაუშვებს, შეიძლება ადმაიანი იყოს სისხლის სამართლის დამნაშავე”, – ამბობს ლაშა ტყელეშაძე, დარსალიას ადვოკატი.

ნეტგაზეთის ინფორმაცით, მსგავსი შინაარსის საქმის წარმოება შეწყდა სხვა აქტივისტების შემთხვევაშიც.

სრულად წაკითხვა