13
სამოქალაქო აქტივისტი, თამუნა გიორგაძე:
ბევრი შემოგზავნილია აქციაზეც და ფბ-შიც. დღიდან დღემდე უფრო ხვეწენ ტექნიკას.
ბოლო დღეების ტრიუკები ასე გამოიყურება:
* მოდის პატარა, სუსტი აღნაგობის გოგო, უწყინარი სახით და შრეკის კატის თვალებით და გეუბნება, რომ ახლა დარბევას დაიწყებენ (თან ორგანიზატორებმა გამოაგზავნეს თურმე :დ) და ჯობია წახვიდეთ აქედან, მაგალითად იმ ქუჩის კუთხეში, მერე დგას და გიცდის. თუ არ აქცევ ყურადღებას, სხვასთან გადაინაცვლებს იგივე ტექსტით, მაგრამ არასოდეს მიდის ბიჭებთან.
* დარბევის დროს ასევე აქტიური რამდენიმე მდედრი გამოეყოფა ხალხს და ბოლო ხმაზე გაჰკივის, რომ მას გაყვნენ, ბრძანებაა და ახლა ქვემოთ უნდა ჩავიდნენ, სანაპირო გადაკეტონ, მტკვარს გადაევლონ, ბაზალეთიდან აკვანი ამოიღონ.. ყველაფერი, რომ ადამიანები როგორმე დაყონ და ძირითად მასას მოაცილონ.
*პირველი დარბევის დროს, ხალხში მდგარი კაი მოდღლეზილი ტიპები, ძალიან კარგი გაზსაწინააღმდეგო ეკიპით, ხალხის მასა რომ ერთი მომართულებით დაიძრება, ჯგუფებად დგანან და მშვიდად საუბრობენ, ვითომც არაფერი. ხალხი ბრკოლდება, იწყება ჭყლეტვა, მეტ გაზს ყლაპავს და უფრო მალე ტოვებს აქციას.
* ჯიბის ქურდები. პირადობებეზე და სხვა დამადასტურებელ საბუთებზე მონადირეები.
მილიონჯერ ითქვა უკვე, რომ ყველაფერი რაც თქვენს იდენტიფიცირებას გააადვილებს, დატოვეთ სახლში.
* ტროლები ფბ ჯგუფებში, რომელებიც მუდმივად ცდილობენ შეგაცვლევინონ ლოკაცია, დათესონ პანიკა, ან შეგიტყუონ რომელიმე ქუჩაზე. ბევრს არა აქვს ჩვევად, რომ გადაამოწმოს ინფორმაცია, ან პოსტის ავტორი და ბრმად ენდობიან.
აქციაზე ყოფნის დროს მიჰყევით ხალხის ძირითად მასას, დარჩით დიდ ჯგუფთან და ენდეთ თქვენს გვერდით მყოფს.
მეთოდები დაგიძველდა მურტალო.